Aa
Aa

"მათი როლი არ უნდა დაგვავიწყდეს", - კალაძემ სპორტსმენებს სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცა

6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა. ეს სადღესასწაულო თარიღი ყოველთვის მასობრივი სპორტული ფესტივალების სახით აღინიშნებოდა.

მსოფლიოსა და საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო სახელმწიფომ მიიღო შესაბამისი ზომები, რაც მოსახლეობის მაქსიმალურ იზოლაციას ითვალისწინებს.

აქედან გამომდინარე, სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ჩანაცვლდა სხვა ღონისძიებებით, რომელთაც, რა თქმა უნდა, დისტანციური ხასიათი ექნება.

სოციალურ ქსელში ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა და ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სპორტსმენებს სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს სპორტის საერთაშორისო დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ვითარება სპორტულ აქტივობებზეც აისახა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის როლი, რაც ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და ჩვენი ხალხის გაბედნიერებაში აკისრიათ.

ჩვენი სპორტსმენები ყოველთვის იქ დგანან, სადაც ქვეყანას სჭირდება და ახლაც, ვირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე, მათი მხრიდან არაერთი სოლიდარობის მაგალითი და ღირსეული ნაბიჯი ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველა გამოწვევას დავძლევთ და ქართველი სპორტსმენები კიდევ ბევრ სიხარულს და ბევრ წარმატებას მოუტანენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს", - წერს კალაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები