Aa
Aa

გრავინა: "სწორი გამოსავალი, სერია A-ს ნებისმიერი შესაძლო ფორმით დასრულებაა"

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გაბრიელე გრავინას განცხადებით, სერია A-ს სეზონის ნებისმიერი ფორმით ჩამთავრებაზე მუშაობენ და ჩემპიონატის სექტემბერში ან ოქტომბერში დასრულების ალბათობაც განიხილება.

„ჩვენ ჰიპოთეზათა მთელ სერიებზე ვმუშაობთ, რათა არსებული ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი მოვნახოთ. ერთადერთი სწორი გზა კი ჩემპიონატის ნებისმიერი იმ ფორმით დასრულებაა, რისი საშუალებაც სიტუაციის გამომდინარე მოგვეცემა.

სერია A-ს სექტემბერში ან ოქტომბერში დასრულებაც შესაძლებელია, რა შემთხვევაშიც არა მხოლოდ ამ სეზონზე, არამედ 2020-21 წლების ჩემპიონატზეც კომპრომისულად დაფიქრება მოგვიწევს“.

„ლეგა კალჩოს“ სეზონის დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი. რაც შეეხება იტალიაში არსებულ ამჟამინდელ ვითარებას, Covid-19-ით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა - 128 948-ს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 12 641-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები