Aa
Aa

"სპორტი ძალიან მალე უნდა დაბრუნდეს", - ტრამპი ლიგების მმართველებს ესაუბრა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის მთავარი სპორტული ლიგების ორგანიზატორებთან სპეციალური დისკუსია გამართა.

ტრამპი აშშ-ის 12 მთავარი ლიგისა და ტურნირის წარმომადგენლებს გაესაუბრა და პანდემიის პირობებში გათამაშებათა განახლების პოტენციურ გეგმებზე იმსჯელა. სხვა სპორტული ლიგების მმართველებთან ერთად დისკუსიაში, რა თქმა უნდა, NBA-ის, MLB-ის, NFL-ისა და NHL-ის მმართველებიც მონაწილეობდნენ.

ESPN-ის ინფორმაციით, ტრამპს ქვეყანაში სპორტული ღონისძიებების მაქსიმალურად მალე განახლება სურს, თანაც ისე, რომ ტრიბუნებზე მაყურებელიც დაბრუნდეს. წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა დისკუსიისას ასეთი ფრაზა თქვა: „თუკი სპორტსმენებს სურთ, რომ მოედანს მალე დაუბრუნდნენ, მაშინ ასე უნდა იყოს! ჩვენც სწორედ ეს გვინდა, სპორტი ძალიან მალე უნდა დაბრუნდეს“.

გასულ კვირას გაიჟღერა იდეამ, რომ NBA-ს მესვეურები ჩინური მოდელის გამოყენების გეგმას განიხილავენ. ეს კი გუნდების ერთ ქალაქში იზოლირებულად თავმოყრასა და მატჩების ერთ ლოკაციაზე ჩატარებას გულისხმობს. ხაზი გავუსვათ, რომ ჯერჯერობით, ეს ცნობა, ოფიციალურად ან პრესასთან სიტყვიერად, არავის დაუდასტურებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები