Aa
Aa

ოლა მიდის - პარკერი ლიონის პრეზიდენტად?

ლეგენდარული კალათბურთელი, ტონი პარკერი, შესაძლოა, ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტი გახდეს. გამოცემა „ეკიპის“ ინფორმაციით, ლიონელთა ამჟამინდელ პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლას სურს, რომ იგი სწორედ პარკერმა ჩაანაცვლოს.

ოლასა და პარკეს შორის გარკვეული ბიზნეს გადაკვეთა უკვე სახეზეა. „ლიონმა“ საკალათბურთო კლუბ ASVEL-ის ვაჟთა გუნდის აქციათა 25%, ხოლო ქალთა გუნდის 10% შეიძინა, ASVEL-ის მფლობელი კი სწორედ ლეგენდარული კალათბურთელი გახლავთ.

„ლიონში“ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წელსაა დაგეგმილი. იმავე “ეკიპის“ ცნობით, 71 წლის ოლა არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს და მემკვიდრედ პარკერის დატოვების სურვილი აქვს.

ჟან-მიშელ ოლამ „ლიონი“ 1987 წელს შეიძინა და არაერთ მასშტაბურ კომერციულ წარმატებებთან ერთად, კლუბმა მისი ხელმძღვანელობით 7-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ ქვეყნის თასი და ერთხელაც ლიგის თასი მოიგო. 2009-10 წლების სეზონში ლიონელები - ჩემპიონთა ლიგის, ხოლო 2016-17 წლებში ევროპა ლიგის 1/2 ფინალში გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები