Aa
Aa

„სამარცხვინოა" - რუდიგერი ფრანგი ექიმების განცხადებას გამოეხმაურა

„ჩელსის“ უკანახაზელი, ანტონიო რუდიგერი ფრანგი ექიმების მიერ გაჟღერებულ იდეას გამოეხმაურა. გერმანელმა მცველმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა

„დრო დამჭირდა, რათა ამ ადამიანებზე სასაუბროდ სიტყვები მომეძებნა. ორმა ფრანგმა ექიმმა ტელევიზიით შემოგვთავაზეს, რომ COVID-19-ის ვაქცინის აფრიკაში გამოცდა მოხდეს. აფრიკელები რა, ცხოველები არიან?! სამარცხვინოა! ეს რასიზმის უმაღლესი დონე და ყველა შავკანიანთან მიმართებით ამაზრზენი განცხადებაა. როგორ შეიძლება ასეთი რამ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდეს“?

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინის, BCG-ის  აფრიკაში გამოცდის ინიციატივით გამოვიდნენ.  მათ განცხადებას ინტერნეტსივრცესა და საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ექიმებს ისეთმა ცნობილმა მოთამაშეებმა უპასუხეს, როგორებიც სამუელ ეტოო, დიდიე დროგბა და დემბა ბა არიან.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს და მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 131646 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 38080-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები