Aa
Aa

ნიუ ორლეანის კიკერი 73 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა

„ნიუ ორლეან სეინთსის“ ლეგენდარული კიკერი, ტომ დემპსი 73 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. დემპსი, რომელსაც 2012 წლიდან დემენცია აწუხებდა, COVID 19-ით 25 მარტს დაინფიცირდა. თავდაპირველად, ექიმები იმედისმომცემ პროგნოზს აკეთებდნენ, თუმცა ბოლო კვირაში დემპსის მდგომარეობა გაუარესდა და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დემპსი NFL-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კიკერად მიიჩნევა. იგი მარჯვენა ფეხზე და მარჯვენა ხელზე თითების გარეშე დაიბადა, თუმცა ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში წარმატებას მაინც მიაღწია.

დემპსი მატჩებისას სპეციალურ ფეხსაცმელს იყენებდა და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამის გამო, მას უპირატესობა ჰქონდა, თუმცა რამდენიმე კვლევის შედეგად, ეს მოსაზრება კატეგორიულად უარყვეს.

1970 წელს მან NFL-ის რეკორდი დაამყარა და ფილდ გოლი 63 იარდიდან გაიტანა. NFL-ის მოთამაშეებმა, დემპსის მიღწევის გაუმჯობესება 43 წლის შემდეგ, 2013 წელს მოახერხეს.

კარიერის განმავლობაში დემპსი „ნიუ ორლეან სეინთსის“, „ფილადელფია იგლზის“, „ლოს ანჯელეს რემსის“, „ჰიუსტონ ოილერსისა“ და „ბუფალო ბილსის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები