სლუცკი ქართველებზე:''ხვიჩა დიდი ტალანტია, ზურიკოს წონა მაღელვებს''
Aa
Aa

სლუცკი ქართველებზე:''ხვიჩა დიდი ტალანტია, ზურიკოს წონა მაღელვებს''

ყაზანის ''რუბინის'' მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ქართველი ფეხბურთელების, ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მასთან ინტერვიუ ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა ჩაწერა.

კითხვა ასეთი იყო:''ახლა ქართველები სამშობლოში არიან, არ გეშინიათ რომ ხინკლისა და ხაჭაპურის მირთმევამ მათ წონაზე იმოქმედოს?''

სლუცკი:''ზურიკო დავითაშვილს წონის მომატების მიდრეკილება აქვს, მას ეს პრობლემა უკვე ჰქონდა, მასთან დაკავშირებით ვღელავ. ცხიმის პროცენტული შემცველობით ზურიკო ''რუბინში'' ჩემს შემდეგ მეორეა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მას წონის მომატების მიდრეკილება არ აქვს. ზურიკოს მივწერე, რომ წონა აკონტროლოს და შედეგები გამომიგზავნოს ხოლმე. ცხადია, მასთან კომუნიკაცია მაქვს.

რამდენიმე დღეში ფეხბურთელთა ვარჯიშის ერთიან სქემას შევიმუშავებთ. ამ ეტაპზე თითოეულის ფიზიკურ მდგომარეობას ვარკვევთ.''

ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა კონკრეტულად კვარაცხელიას ეხებოდა:''იანვარში სიომინმა თქვა, რომ კვარაცხელია დიდი ტალანტია. მან ქართველი მარატ იზმაილოვს შეადარა. ეთანხმებით მას?''

სლუცკი:''ხვიჩა ძალიან დიდი ტალანტია და ნამდვილად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ თვისებების მრავალფეროვნებაზე, მას ყველაფერი აქვს. დიდებული დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაში, თამაშის კარგად წაკითხვა, დიდებულია დამაგვირგვინებელ ფაზაში, თუმცა ძალიან, ძალიან ახალგაზრდაა.

ხვიჩა 2001 წელსაა დაბადებული, მას თავისი შესაძლებლობების სრულად გამოყენება ჯერ არ უსწავლია.  ის ხშირად აკეთებს უსარგებლო დრიბლინგსა და იღებს არასწორ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ასაკის ამბავია. მას მხარს ყველაფერში ვუჭერ, თუმცა მისი თანაგუნდელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხოლმე, როცა ის ბურთს ზედმეტად დიდხანს იჭერს. გეთანხმებით, რომ ხვიჩა დიდი ტალანტია.'' 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები