The Sun: მანგალა
Aa
Aa

The Sun: მანგალა "სიტის" ტოვებს?

ბრიტანული გამოცემის The Sun-ის ცნობით, ესპანურმა "ვალენსიამ", "მანჩესტერ სიტის", ელაკიმ ჰანს მანგალას ტრანსფერის თაობაზე მიმართა.

"ღამურები" ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ, რომელმაც თავის მხრივ, განაცხადა, რომ "ვალენსიას" შემოთავაზებას, ფეხბურთელი სიამოვნებით განიხილავს.

საქმე წინაც წავიდა, დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგმა მცველმა, "მესტალიაზე" გადასასვლელად მზადყოფნა გამოთქვა და როგორც იწერება, ესპანელებს, შესათანხმებელი სატრანსფერო ფასი რჩებათ. 

25 წლის მცველმა, "ქალაქელთა" მაისურით, გასულ წელს 33 შეხვედრა ჩაატარა.

იგი "ეტიჰედზე", 2014 წელს, "პორტოდან", 31.9 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 

 

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები