Aa
Aa

"ჩემს თავს ვკითხე მე რას ვიზამდი", - რუნი 2006 წელს პორტუგალიასთან გაძევებას იხსენებს

უეინ რუნიმ  The Sunday Times-თან საუბრისას 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათი გაიხსენა და რონალდუს ქმედებაზეც ისაუბრა.

მატჩი კარგად მიდიოდა. შემდეგ, მეორე ტაიმის დასაწყისში გამაძევეს.

ეს ემოციები იყო მსაჯის, ჰორაციო ელიზონდოს მიმართ, რომელმაც ჯარიმა არ მომცა. ეს ცალსახა დარღვევა იყო. რიკარდო კარვალიო მაისურზე მქაჩავდა, შემდეგ კი მიბიძგა, ამ დროს პეტი მეორე მხრიდან მაწვებოდა. მსაჯმა არაფერი ქნა, შემდეგ მე კარვალიოს ფეხი დავაბიჯე. ეს იყო ერთ-ერთ იმ მომენტთაგანი, როდესაც შენ არ ფიქრობ.

ვიცოდი, რომ ეს წითელი ბარათი იყო. გასახდელში დაბრუნებულმა მატჩს პატარა ტელევიზორში ვუყურე. ვფიქრობდი - თუ, ჩვენ მოვიგებთ, დისკვალიფიკაციას მომცემენ და ნახევარფინალს, ფინალსაც გამოვტოვებ, ხოლო თუ დავმარცხდებით, ეს ჩემი ბრალი იქნება. ეს იყო ყველაზე მძიმე და უცნაური გრძნობა, რაც ოდესმე ფეხბურთში მქონია.

ხელში ტელეფონი მეჭირა და რონალდუს შესახებ ყველა შეტყობინებას ვუსმენდი. დიახ, როდესაც ის ელიზონდოსთან ჩემი გაგდების მოთხოვნის მიზნით მივარდა, მე მას ხელი ვუბიძგე. იმ მომენტში ვერ ვიჯერებდი იმას, რასაც ის აკეთებდა, თუმცა შემდეგ გასახდელში ყოფნამ დასამშვიდებლად და ფიქრისთვის დრო მომცა.

რონალდუს ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე. გავაკეთებდი, თუ არა მის ადგილას იგივეს? სავარაუდოდ კი. ვიდგებოდი, თუ არა არბიტრის წინ, იმაში დასარწმუნებლად, რომ მას ნამდვილად გააძევებდნენ? თუ, მან გაძევება დაიმსახურა, თუ ეს ჩვენ გამარჯვებაში დაგვეხმარებოდა - დიახ, ყველანაირი კითხვის გარეშე. მე, ამას ხვალვე გავაკეთებდი.

გავიფიქრე - სიმართლე გითხრათ, პირველ ტაიმში „დაივისთვის“ მის გაძევებას ვითხოვდი, ამ დროს კი საერთოდ არაფერი მქონდა დანახული.

მატჩის შემდეგ, გვირაბში მასთან მივედი. ვფიქრობდი, რომ დალაპარაკება აუცილებელი იყო, სანამ ყველაფერი ახალმომხდარი იყო. თითქოს მას ბოდიშის მოხდა უნდოდა. მე ვუთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ მქონდა. კარგი ტურნირი და წარმატებები ვუსურვე. ერთმანეთს რამდენიმე კვირაში შევხვდებით და მოდი ჩემპიონთა ლიგის მოგება ვცადოთ“.

ამ ინციდენტს რუნისა და რონალდუს შორის ურთიერთობის დაძაბვა მართლაც არ გამოუწვევია. ორივე მათგანმა „იუნაიტედთან“ ერთად მომდევნო წლებში ყველაფრის მოგება შეძლეს, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები