''ეს სიგიჟეა, ორ ცეცხლს შორის ვარ'' - როლოვიჩს COVID-19 აშინებს
Aa
Aa

''ეს სიგიჟეა, ორ ცეცხლს შორის ვარ'' - როლოვიჩს COVID-19 აშინებს

''საბურთალოს'' ყოფილი ფეხბურთელი ოგნიენ როლოვიჩი კარიერას ბელარუსის ჩემპიონატში აგრძელებს, მონტენეგროელი თავდამსხმელი ''მინსკის'' ღირსებას იცავს.

როლოვიჩი ბელარუსის დედაქალაქში მეგობარ გოგოსთან და 11 თვის შვილთან ერთად ცხოვრობს. ბალკანელი ''საბურთალოს'' ღირსებას 2019 წელს გიორგი ჭიაბრიშვილის მწვრთნელობისას იცავდა. 2020 წელს კარიერა ბელარუსში გააგრძელა.

როლოვიჩი SportsMail-ს ესაუბრა:''სიგიჟეა, რომ ასეთ ვითარებაში ბელარუსის საფეხბურთო ლიგა ერთადერთი ჩემპიონატია, სადაც თამაშები კვლავ ტარდება და ჩემპიონატი გრძელდება.

ასეთ ვითარებაში ფეხბურთზე კონცენტრაცია ძალიან რთულია. არავინ იცის რომელი ფეხბურთელი სად იყო და ვისთან ჰქონდა შეხება, ვისთან იყო კომუნიკაციაში.

როცა კლუბთან კონტრაქტი გაკავშირებს, ვერ იტყვი, რომ არ ვითამაშებ ან არ ვივარჯიშებო, მაგრამ როცა სახლში ბრუნდები ოჯახის წევრებზე ზრუნვა გიწევს.

თუ ფეხბურთელებს შორის გამოკითხვას ჩაატარებენ, 90 პროცენტი ვარჯიშსა და თამაშზე უარს იტყვის.

ზოგჯერ მეჩვენება, რომ გაგვიმართლა, დღეს ხომ მთელი მსოფლიო ბელარუსის ჩემპიონატს უყურებს, თუმცა მეორე მხრივ ვირუსი ყველგანაა და შიშის გრძნობა მეუფლება.''

''ნემანის'' რუსი ფეხბურთელი ანდრეი ვასილიევი მედიასთან საუბარში აღიარებს, რომ ბელარუსის ჩემპიონატის ბევრი ფეხბურთელი ჩემპიონატის შეჩერების მომხრეა:''ჩემს გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონატის გაგრძელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები