როგორ აატირა ნისტელროიმ რონალდუ ვარჯიშზე - ლუის საა ისტორიას იხსენებს
Aa
Aa

როგორ აატირა ნისტელროიმ რონალდუ ვარჯიშზე - ლუის საა ისტორიას იხსენებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა ფრანგმა ფორვარდმა ლუის საამ FourFourTwo-სთან საუბრისას „წითელ ეშმაკებში“ გატარებული დრო გაიხსენა და ნისტელროი-რონალდუს მცირე ინციდენტის შესახებ უამბო:

„მას ჩემთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ის გოლების გატანით იყო შეპყრობილი და მე ამას ძალიან ვაფასებდი.

ვიცი, რომ ზოგიერთი ფიქრობს გუნდიდან წასვლა ნისტელროის მე ვაიძულე. თითქოს ეს ჩემს გამო მოხდა, მაგრამ ეს სრული სისულელეა. ის კარგი მოთამაშე იყო, უბრალოდ მწვრთნელთან პრობლემები ჰქონდა და მე იმდენად კარგად ვთამაშობდი, რომ მწვრთნელმა მის ნაცვლად მათამაშა, თუმცა ჩვენ ერთად ასპარეზობაც შეგვეძლო.

აატირა, თუ არა ნისტელროიმ რონალდუ? დიახ, იყო ერთი ისტორია. ეს მაშინ მოხდა, როდესაც კრიშტიანუს მამა გარდაიცვალა. ისინი შეკამათდნენ. ასე რომ, ეს არ იყო შესაფერისი მომენტი. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ორ ადამიანს დიდი სულისკვეთება აქვს. დარწმუნებული ვარ, რუუდი მაშინ ნათქვამ რამდენიმე სიტყვას ნანობს.

კრიშტიანუ ნამდვილი ცხოველი იყო! არ ვიცი, თქვენ მას ადამიანად როგორ თვლით. თქვენ ის 18, 19 წლის ასაკში უნდა გენახათ. ეს ბიჭი ნორმალური არ იყო.

ეს მოთამაშეები, რომლებიც ყველა შესაძლებლობას ფლობენ და აღიარებენ რომ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა და არა მხოლოდ ნიჭის“.

შეგახსენებთ, რომ ლუის საა „იუნაიტედში“ 2004-2008 წლებში ასპარეზობდა. მის ანგარიშზე 124 შეხვედრაში 42 გოლი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები