სახლში დარჩენის მოწოდების შემდეგ, უოკერმა სექსწვეულება მოაწყო
Aa
Aa

სახლში დარჩენის მოწოდების შემდეგ, უოკერმა სექსწვეულება მოაწყო

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კარანტინშია, მათ შორის ბრიტანეთიც - „მანჩესტერ სიტის“ ინგლისელმა მცველმა კაილ უოკერმა სახლში სექსუალური წვეულება მოაწყო.

29 წლის უოკერმა მეგობართან ერთად, 21 წლის ლუიზა მაკნამარასა და მის 24 წლის ბრაზილიელ მეგობარს 2 200 ფუნტი გადაუხადეს, რათა ფეხბურთელის სახლში მისულიყვნენ.

ეს ყველაფერი სამშაბათს მოხდა, სწორედ იმ დღეს, როცა უოკერმა საზოგადოებას სახლში დარჩენისა და წესების დაცვისკენ მოუწოდა.

 

View this post on Instagram

???????? #StayHomeSaveLives

A post shared by Kyle Walker (@kylewalker2) on Mar 28, 2020 at 8:02am PDT

ლუიზა მაკნამარამ პოლიციასთან საუბრისას თქვა, რომ მას ბოსმა ღამით დაურეკა და უთხრა, რომ მაღალი დონის კლიენტი ჰყავდათ. მისი თქმით, თავდაპირველად უოკერი ვერ იცნო.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა იციდენტის შემდეგ ბოდიში მოიხადა: „მინდა მომენტით ვისარგებლო და ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რაც გასულ კვირას ჩავიდინე. ვიცი, რომ როგორც პროფესიონალი ფეხბურთელს მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება. ამიტომ, მინდა ბოდიში მოვიხადო ჩემი ოჯახის, მეგობრების, თანაგუნდელების, გულშემატკივრებისა და საზოგადოების წინაშე“.

„მანჩესტერ სიტიმ“ განაცხადა, რომ ამ დღეებში უოკერის მიმართ დისციპლინარულ ზომებს მიიღებენ და ფეხბურთელი შესაბამისად დაისჯება.

„ფეხბურთელები სამაგალითონი უნდა იყვნენ. მოთამაშეები მხარს უჭერენ მათ, ვინც კოვიდ-19-თან ბრძოლისთვის თავს არ ზოგავს. კაილის ქმედება, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება.

მიუხედავად კაილის ბოდიშისა, ჩვენ მომხდარით იმდეგაცრუებულები ვართ. კლუბი დისციპლინარულ ზომებს აუცილებლად მიიღებს“, - განაცხადა „ქალაქელთა“ პრეს ატაშემ.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილას“ ლიდერი ჯეკ გრილიში, რომელიც წინა დღით სოციალურ ქსელში ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა, 24 საათის შემდეგ, თავად მეგობრის წვეულებაზე მთელი ღამით იმყოფებოდა. 28 მარტს, გამთენიისას ფეხბურთელი თავისი 89 ათასიანი Range Rover-ით პარკირებულ 3 ავტომობილს დაეჯახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები