''ფეხები მიკანკალებს'' - ვან დეიკის სიურპრიზი თვითიზოლაციაში მყოფ ქომაგს
Aa
Aa

''ფეხები მიკანკალებს'' - ვან დეიკის სიურპრიზი თვითიზოლაციაში მყოფ ქომაგს

''ლივერპულის'' ქომაგს, ბენ პრაისს მოულოდნელი სიხარული ეწვია, როცა Instagram-ის Live-ში ''ლივერპულის'' მცველი, ჰოლანდიელ ვირჯილ ვან-დეიკი ჩაერთო. ბენ პრაისი თვითიზოლაციაშია და ორსული მეუღლისგან შორს იმყოფება.

''ფეხები მიკანკალებს'' - თქვა ბენ პრაისმა, როცა ვან დეიკი ეკრანზე გამოჩნდა.

ვან დეიკმა ქომაგს მიმართა: ''უპირველესად მინდა მოგილოცო, რომ მალე მამა გახდები. მეგობარო ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ძალიან მშვენიერი რამ არის ცხოვრებაში.''

პრაისი მაღაზიის საწყობში მუშაობდა, მაგრამ მისი ოცნებაა დალაქის პროფესია შეისწავლოს. სწორედ ამიტომ სამსახური დატოვა და დალაქის პროფესიის შესწავლა დაიწყო, თუმცა კორონავირუსის გამო პაუზის აღება მოუწია.

ვან დეიკი საუბარს აგრძელებს:''გავიგე, რომ გსურს დალაქი გახდე, ეს შენი მიზნების და ოცნებების ნაწილია. გააგრძელე ასე, მიყევი ამ გზას და ერთ დღეს შესაძლოა ''მელვუდზე'' მოხვიდე და ფეხბურთელებს თმა შეჭრა.''

ბენ პრაისმა ვან დეიკი შეაქო და აღნიშნა, რომ წარსულისგან განსხვავებით ახლა არ ეშინია, როცა მეტოქე შეტევაზე გადმოდის, რადგან მან იცის, რომ დაცვას ვან დეიკი ამაგრებს: ''ადრე ვღელავდი, როცა მეტოქის გუნდები გვიტევდნენ, მაგრამ ახლა შენ დაცვაში აგურის კედელივით დგახარ.''

დასასრულს ვან დეიკმა აღნიშნა, რომ ქომაგები ''ენფილდზე'' შესანიშნავ გარემოს ქმნიან და ყოველ მატჩში ცდილობს მათი გულების გახარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები