''არ ვიცი ტესტი როგორ მუშაობს'' - დიბალა კვლავ ინფიცირებულია
Aa
Aa

''არ ვიცი ტესტი როგორ მუშაობს'' - დიბალა კვლავ ინფიცირებულია

''იუვენტუსის'' არგენტინელმა ფეხბურთელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ კორონავირუსისგან განიკურნა, თუმცა მისი განცხადებიდან რამდენიმე დღეში ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა. სამხრეთამერიკელი სპორტსმენი მეგობარ გოგოსთან ერთად კარანტინში დაბრუნდა.

დიბალას მეგობარი გოგოს, ორიანა საბატინის კომენტარს Mundo Deportivo ავრცელებს:''21 მარტს ტესტი ჩავიტარეთ და დადებითი პასუხი მივიღეთ, გასულ კვირაში ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ტესტი მესამედ ჩავიტარეთ და ახლა კვლავ დადებითი პასუხი დაფიქსირდა. არ ვიცი ტესტი როგორ მუშაობს და არც ის ვიცი ახლა რატომ მივიღეთ სხვა პასუხი. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სახლში მინიმუმ ორი კვირით დარჩით.''

შეგახსენებთ, 26 მარტს  კორონავირუსით ინფიცირებულმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდებოდა, რის შემდეგაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა დღეს მისმა მეგობარმა გოგომ სხვა შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა, მათ კვლავ მოუწევთ კორონავირუსთან ბრძოლა.

ფეხბურთელმა Instagram-ში ატვირთა ვიდეო, კარანტინში დიბალა როიალზე უკრავს და ორიანა მღერის.

View this post on Instagram

1..2.. no nooo, vamos de nuevo ???????? ????????#Bad

A post shared by Paulo Dybala (@paulodybala) on Apr 4, 2020 at 9:48am PDT

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები