ჩავიმ COVID-19-თან ბრძოლისთვის 1 მილიონი ევროს დონაცია გააკეთა
ლეგენდარულმა კატალონიელმა ფეხბურთელმა ჩავიმ და მისმა მეუღლემ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 1 მილიონი ევროს დონაცია გააკეთეს. ამ თემასთან დაკავშირებით ხავიმ და ნურია კუნილერამ Instagram-ში ვიდეო ატვირთეს და მათი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას აცნობეს.
აღნიშნული თანხა ბარსელონაში მდებარე კლინიკის, Hospital Clinic de Barcelona-ს ანგარიშზე გადაირიცხება.
ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით 124 736 პირი დაინფიცირდა, მათგან 11 744 ინფიცირებული გარდაიცვალა. ცხადია, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაშიც, ესპანეთშიც სპორტული ღონისძიებები გაურკვეველი ვადით გადაიდო.