სნეიდერი VS არველაძე - როცა ქართველმა ''აიაქსი'' დაამარცხა
Aa
Aa

სნეიდერი VS არველაძე - როცა ქართველმა ''აიაქსი'' დაამარცხა

პანდემიისას, როცა თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყვეტილია, პერიოდულად გთავაზობთ ქართველი ლეგიონერების მნიშვნელოვან გოლებს, რომლებმაც დიდი სიხარული მოგანიჭათ. ამჯერად, 2005 წელს ვან გაალის ''ალკმაარისა'' და დენი ბლინდის ამსტერდამის ''აიაქსის'' დაპირისპირება გავიხსენოთ, როცა შოთა არველაძემ ყოფილი გუნდის, ''აიაქსის'' კარში 2 გოლი გაიტანა.

ანგარიში მე-10 წუთზე ''აიაქსის'' 21 წლის შემტევმა ვესლი სნეიდერმა გახსნა, რასაც შოთა არველაძის გოლები მოყვა, მან ორწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. ტაიმის მიწურულს სნეიდერმა მეორე გოლი შეაგდო და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა მეორე ტაიმში არველაძის თანაგუნდელმა კენეტ პერესმა ორი გოლით გამოიჩინა თავი და მატჩი ''ალმაარის'' გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

არველაძის დუბლი ''აიაქსთან''

აღნიშნულ სეზონში შოთა არველაძემ ჰოლანდიის ჩემპიონატის 31 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კლას-იან ჰუნტელაარს ჩამორჩა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ამსტერდამულ კლუბში 1997-2001 წლებში ასპარეზობდა. 2005 წელს შოტლანდიიდან ჰოლანდიაში დაბრუნდა და ვან გაალის ''ალკმაარში'' საკმაოდ წარმატებული პერიოდი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები