კაზემირო: „ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე არ ვფიქრობთ, ახლა მთავარი სხვა ბრძოლაა“
Aa
Aa

კაზემირო: „ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე არ ვფიქრობთ, ახლა მთავარი სხვა ბრძოლაა“

კორონავირუსის პანდემიის გამო, საფეხბურთო სამყაროს იძულებითი პაუზა აქვს აღებული. „რეალის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი, კაზემირო შექმნილ ვითარებას სწორად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ტიტულების მოპოვებაზე ფიქრი უადგილოა.

„რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება გვსურს, მაგრამ ახლა ტიტულების მოგებაზე არ ვფიქრობთ. ამჟამად ჩვენ სხვა ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და კორონავირუსი დავამარცხოთ. მთელ მსოფლიოს მძიმე მომენტი უდგას და ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, რაც სახლში დარჩენასა და წესების დაცვას გულისხმობს“.

დღევანდელი მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 117710 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობამ 10000-ს გადააჭარბა, ხოლო COVID-19-ის დამარცხება 30513-მა ადამიანმა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, „ბარსელონასა" და „ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს. „რეალის" მოთამაშეებს კი, ჯერჯერობით იგივე არ გაუკეთებიათ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები