Daily Star:
Aa
Aa

Daily Star: "ლივერპულმა" ბრაზილიელი ტალანტი გაიფორმა?

ბრიტანული გამოცემის, Daily Star-ის ცნობით, "ლივერპული" მორიგი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა. 

პორტუგალიურ O Jogo-ზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერსესაიდელებმა, ლისაბონის "ბენფიკასთან", ბრაზილიელი ტალანტის, ანდერსონ ტალისკას ტრანსფერი შეათანხმეს. 

ინგლისელები, ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქა-სტერლინგს (დღევანდელი კურსით, დაახლოებით 26 მილიონი ევრო) გადაიხდიან. 

22 წლის ტალისკა უნივერსალია, მას შემტევ ნახევარმცველად და ე.წ. "მეორე ფორვარდად" შეუძლია თამაში.

სამხრეთ ამერიკელმა გასულ სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 34 შეხვედრა ჩაატარა და აქტივში, 9 გოლთან ერთად, 1 საგოლე პასიც ჩაიწერა.

იგი "ბენფიკაში" 2014 წელს, ბრაზილიური "ბაიადან" გადავიდა. 

 

მომზადებულია Daily Star.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები