„მოხუც მეძავს ჰგავს“ - ხაბიბმა მაკგრეგორს უპასუხა
Aa
Aa

„მოხუც მეძავს ჰგავს“ - ხაბიბმა მაკგრეგორს უპასუხა

ამერიკულმა სატელევიზიო არხმა, ESPN-მა ხაბიბ ნურმაგომედოვს ვიდეოინტერვიუ ჩამოართვა და დაღესტნელმა მებრძოლმა შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. „არწივი“ კონორის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტსაც გამოეხმაურა, რომელშიც ირლანდიელმა ტონი და ხაბიბი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

„იცით როგორი შთაბეჭდილება მრჩება?! კონორი მოხუც მეძავს ჰგავს, რომელსაც ყურადღების მიქცევა სურს. ის მოხუცი მეძავივითაა და მისი დრო გავიდა.

მას შემდეგ, რაც კონორი ოქტაგონზე გავანადგურე, გამოვიდა და თქვა, რომ ფეხთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და საუკეთესო ფორმაში არ იყო. ძალიან მაინტერესებს ახლა საუკეთესო ფორმაში ჩადგომა როგორ მოახერხა?

რა მოხდა 2018 წლის 6 ოქტომბერს? ჩვენ ბრძოლისთვის მოსამზადებლად 6 თვე გვქონდა. 6 თვის განმავლობაში თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და ოქტაგონზე გასვლის შემდეგ, მშიშარასავით დამნებდა!

რამდენიმე დღის, წინ მან მოსახლეობას მოუწოდა თავს გაუფრთხილდნენ, ოჯახებზე იზრუნონ, სახლში დარჩნენ და მთავრობას დაემორჩილონ. ახლა კი, გამოდის და ამბობს, რომ კარგ ფორმაშია, ჩხუბი შეუძლია და ა.შ. პირადად ჩემთვის, ეს ყველაფერი სიყალბეა. მე ყოველთვის ნამდვილი ვარ, მაკგრეგორი კი ყალბია!

კონორი ყოველთვის მეორე იქნება! ჩემ წინააღმდეგ ოქტაგონზე ის ნულია“!

შეგახსენებთ, რომ ხაბიბის თქმით, იგი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ არ იჩხუბებს და სავარაუდოდ „არწივს“ ჯასტინ გეტჯი შეცვლის, თუმცა „ელ კუკუის“ მასთან ბრძოლის პერსპექტივა არ ხიბლავს და კონორ მაკგრეგორს იწვევს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები