Aa
Aa

სპორტის მინისტრი იმედიანადაა - სერია A მაისის ბოლოს განახლდება?

იტალიაში იმედოვნებენ, რომ სერია A-ს განახლებას მაისის ბოლოსთვის შეძლებენ. ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რაზეც ქვეყნის სპორტის მინისტრ ვინჩენცო სპადაფორას განცხადებებიც მეტყველებს.

სპადაფორას თქმით, იგი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ორგანიზატორებთან მუდმივ კომუნიკაციაშია და მათთან სეზონის განახლების გეგმაზე მუშაობს.

აპენინური პრესის მტკიცებით, თუკი არსებულ ვითარებას კიდევ პრობლემები არ დაემატა, „ლეგა კალჩოს“ განახლებას 24 ან 31 მაისს აპირებენ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გაბრიელე გრავინა გასულ კვირას იმასაც ამბობდა, რომ იტალიის ჩემპიონატი, შესაძლოა, საერთოდ 20 მაისს განახლდეს.

სპორტის სამინისტროს გეგმის მიხედვით, კლუბებმა სავარჯიშო პროცესი მაისის დასაწყისში უნდა განაახლონ, ჩემპიონატი კი ან მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ რიცხვებში უნდა განახლდეს. ამ ეტაპზე, საუბარი თამაშების უმაყურებლოდ ჩატარებაზე.

ცხადია, მიღებული იქნება განსაკუთრებული კონტროლი ჰიგიენის კუთხით. თითოეულ კლუბსა და ქალაქის მთავრობას დაევალება, ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე ყველა ადამიანს, Covid-19-ის ტესტი ჩაუტაროს და ქალაქში უსაფრთხო გარემოც უზრუნველყოს.

დღევანდელი დილის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ქვეყანაში სულ 115 242 ადამიანი დაინფიცირდა, 13 915 მათგანისთვის კი ყველაფერი ფატალურად დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები