ტევესი: „ფეხბურთელს შეუძლია უხელფასოდ 1 წელი იცხოვროს
Aa
Aa

ტევესი: „ფეხბურთელს შეუძლია უხელფასოდ 1 წელი იცხოვროს"

არგენტინელმა ფეხბურთელმა, კარლოს ტევესმა კოლეგებს მოუწოდა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. „ელ აპაჩეს“ თქმით, ფეხბურთელებს სრული ანაზღაურების გარეშეც შეუძლიათ თავის გატანა.

„ფეხბურთელს ხელფასის გარეშე შეუძლია 6 თვე ან 1 წელი იცხოვროს. ჩვენ ისეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არ ვიმყოფებით, როგორშიც ის ადამიანები, რომლებიც სახლიდან დილის 6 საათზე გადიან და საღამოს 7-ზე ბრუნდებიან, რათა მათ ოჯახს საჭმელი ჰქონდეს.

ჩვენ, ფეხბურთელები ასეთ ადამიანებს მხარში უნდა დავუდგეთ და დავეხმაროთ. ჩემთვის ამ თემაზე საუბარი ადვილია, რადგან სახლში ვიმყოფები და ვიცი, რომ ჩემს შვილებს საჭმელი აქვთ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სახლიდან გასვლა არ შეუძლიათ და მათი დახმარება უმნიშვნელოვანესია.

ქველმოქმედებაში კლუბებიც უნდა ჩაერთონ. მათ შეუძლიათ ვარჯიშის ნაცვლად, ფეხბურთელებს რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარება მოსთხოვონ“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირების 1133 შემთხვევაა დაფიქსირებული და ქვეყნის მთავრობა შექმნილ ვითარებას დიდი სიფრთხილით ეკიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები