გოიო ბენიტო 73 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

გოიო ბენიტო 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი, გრეგორიო (გოიო) ბენიტო 73 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია „სამეფო კლუბმა“ გაასაჯაროვა და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

 

„მადრიდის რეალი, კლუბის პრეზიდენტი და მმართველი საბჭო რეალის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი ლეგენდის, გოიო ბენიტოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოხატავენ. რეალი მის მეუღლეს, პაულას, მის შვილებს, პატრისიასა და რუბენს და მისი ოჯახის სხვა წევრებს თანაუგრძნობს.

რეალი ბენიტოს მხარს უჭერდა გამკლავებოდა დაავადებას, რომელიც მას 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აწუხებდა. რეალის ოჯახი დღეს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველის გარდაცვალებას გლოვობს“.

გოიო ბენიტო „ბლანკოსის“ რიგებში 13 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და კლუბის მაისური 420 შეხვედრაში მოირგო. მან „რეალთან“ ერთად ლა ლიგის ჩემპიონობა 6-ჯერ მოიპოვა, ხოლო კოპა დელ რეის ტრიუმფატორი 5-ჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები