რამოსმა ''აიაქსი'' ირონიული პოსტის შემდეგ ''დატროლა''
Aa
Aa

რამოსმა ''აიაქსი'' ირონიული პოსტის შემდეგ ''დატროლა''

ამსტერდამის ''აიაქსმა'' Twitter-ზე გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის მატჩი გაიხსენა, როცა ჰოლანდიურმა გუნდმა ''სამეფო კლუბი'' დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

პირველ შეხვედრაში ''აიაქსი'' შინ მადრიდის ''რეალთან'' 1:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩი ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' ერიკ ტენ ჰაგის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ''რეალი'' შინ განადგურდა - 1:4.

მადრიდში გამართული მატჩის გახსენება ჰოლანდიურმა კლუბმა ორი ფოტოთი გადაწყვიტა, ზიეჩის მსგავსად სერხიო რამოსს ხელი მაღლა აქვს აწეული, მაროკოელს წარმატების ნიშნად, ხოლო ესპანელი მცველი მოედანზე განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა.

რამოსმა ''აიაქსს'' შემდეგი პოსტით უპასუხა, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ოთხჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის თასით. მან ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 2014, 2016, 2017 და 2018 წელს მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები