უპრეცედენტო შემთხვევა | ქართველების გენტი ბელგიის ვიცე-ჩემპიონად გამოცხადდა!
Aa
Aa

უპრეცედენტო შემთხვევა | ქართველების გენტი ბელგიის ვიცე-ჩემპიონად გამოცხადდა!

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატი პანდემიის გამო დასრულებულად გამოცხადდა. შესაბამისად, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული პირველადგილოსანმა ''ბრიუგემ'' მოიპოვა, მეორე ადგილზე კი გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას ''გენტი'' გავიდა. ქართველი ლეგიონერების გუნდი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ბელგიური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, რა მოხდება ბელგიის თასის გათამაშებასთან დაკავშირებით. 15 აპრილს, ბელგიის პრო ლიგის მმართველი საბჭოს წევრები შეიკრიბებიან და ამ თემაზე იმსჯელებენ.

მსოფლიოში ბელგია პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრები არ ჩაატარეს და პირველადგილოსანი ჩემპიონად გამოაცხადეს.

2019-20 წლების სეზონში ქვილითაია მეტწილად სათადარიგოთა სკამზე იჯდა, საერთო ჯამში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, მან 12 შეხვედრაში 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები