''ლესტერი 15 მილიონს იხდიდა, თუმცა გუნდმა არ გაუშვა'' -  გერკუსი კვერკველიას ჩაშლილ ტრანსფერზე
Aa
Aa

''ლესტერი 15 მილიონს იხდიდა, თუმცა გუნდმა არ გაუშვა'' - გერკუსი კვერკველიას ჩაშლილ ტრანსფერზე

მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ყოფილი გენერალური დირექტორი, ილია გერკუსი სოლომონ კვერკველიას ''ლესტერში'' ჩაშლილ ტრანსფერს იხსენებს. მისი კომენტარი რუსულ მედიაში გამოქვეყნდა.

''ეს შესანიშნავი მომენტი იყო. ''ლესტერმა'' კვერკველიას სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი შემოგვთავაზა. მხარს არავინ მიჭერდა, თუმცა მე ვთქვი, რომ, შესაძლოა, ასეთი წინადადებით ჩვენი კლუბისთვის მომავალში აღარ მიემართათ. მაგალითად, მაცეი რიბუსი 1,5 მილიონად ვიყიდეთ და ''ლიონში'' 5 მილიონად გავყიდეთ.

იური სიომინმა თქვა: "ჩემპიონი გუნდიდან არავის ვეხებით. ჩვენ ყველას კონტრაქტს ვუხანგრძლივებთ.'' მის აზრს კლუბში ყველა ეთანხმებოდა, თუმა მე განსხვავებული პოზიცია მქონდა. ვფიქრობდი, რომ თუ კლუბი ფეხბურთელების გაყიდვის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ფინანსური პრობლემების წინაშე დავდგებოდით, ბიუჯეტში დეფიციტი იქნებოდა, თუმცა ისინი ამბობდნენ: ''ჩვენ რუსეთის რკინიგზა დაგვეხმარება.''

სოლომონ კვერკველია მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' ერთად რუსეთის ჩემპიონი 2017-18 წლების სეზონში გახდა. ''ლესტერი'' ქართველ მცველს 2018 წლის ზაფხულში იწვევდა, თუმცა მოსკოვურმა გუნდმა 15-მილიონიან წინადადებას უარით უპასუხა.

28 წლის კვერკველიას ყაზანის ''რუბინსა'' და ''ნეფტეხიმკში'' უთამაშია. ასევე, გარკვეული პერიოდი ''ზენიტის'' ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა. 2017 წლიდან ''ლოკომოტივის'' ღირსებას იცავს და მოსკოვურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები