დე ბრუინი სანჩოზე: ''იგი ძალიან მაგარია, მისი წასვლა უცნაური და დაუჯერებელი იყო''
Aa
Aa

დე ბრუინი სანჩოზე: ''იგი ძალიან მაგარია, მისი წასვლა უცნაური და დაუჯერებელი იყო''

კევინ დე ბრუინი ჯეიდონ სანჩოსთან ვარჯიშის პერიოდს იხსენებს. ვიდრე ინგლისელი შემტევი ''დორტმუნდის'' ფორმას მოირგებდა, ''მანჩესტერ სიტიში'' ირიცხებოდა. ბელგიელი სანჩოსთან ერთად გარკვეული პერიოდი ვარჯიშობდა.

დე ბრუინი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მისთვის სანჩოს გაყიდვა ძალიან უცნაური იყო, რადგან ჯეიდონი მოედანზე ბრწყინვალედ მოქმედებდა და შესანიშნავ საფეხბურთო უნარებს ამჟღავნებდა.

Instagram-ში ლუკაკუ, ვიტსელი და დე ბრუინი საუბრობდნენ. დე ბრუინმა სანჩოზე ისაუბრა:''იგი ძალიან მაგარია. მე მასთან ერთად მცირე ხანი ვვარჯიშობდი და შემდეგ ის წავიდა - მისი ტრანსფერი უცნაური და დაუჯერებელი იყო. ზოგჯერ მსგავსი ფაქტები ხდება, მაგრამ ეს კარგია ფეხბურთელისთვის. ახლა თუ მისი შენს გუნდში ხილვა გსურს, ფული უნდა გადაიხადო.''

სეზონი, რომელიც პანდემიის გამო შეწყდა, სანჩოსთვის შესანიშნავად მიმდინარეობდა. მან 2019-20 წლების ჯერ არ დასრულებულ სეზონში 17 გოლი გაიტანა, 19 საგოლე პასი შეასრულა და ინგლისის ნაკრების უცვლელი წევრი გახდა. მას გარეთ საუთგეიტი ეროვნულ გუნდში რეგულარულად იწვევს.

''მანჩესტერ სიტის'' მეტოქეები ''მანჩესტერ იუნაიტედი'' და ლონდონის ''ჩელსი'' ჯეიდონ სანჩოს გადაბირებით დაინტერესებულნი არიან. ბრიტანული მედია ''დორტმუნდის'' შემტევის სატრანსფერო თანხად 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს ასახელებს, თუმცა შესაძლოა ეს თანხა გაიზარდოს და კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდეს.

2017 წელს ჯეიდონ სანჩო ''მანჩესტერ სიტის'' ისე დაემშვიდობა, რომ ''ქალაქელების'' შემადგენლობაში ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია. 2017 წელის 31 აგვისტოს ''დორტმუნდმა'' სანჩო 8 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა, დღეს კი მისი სატრანსფერო თანხა მკვეთრად გაზრდილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები