''შენ პრეზიდენტი გახდები, მე ზიზუს შევცვლი'' - კანავაროს და კასილასის სახალისო საუბარი
Aa
Aa

''შენ პრეზიდენტი გახდები, მე ზიზუს შევცვლი'' - კანავაროს და კასილასის სახალისო საუბარი

ესპანური Marca ფაბიო კანავაროსა და იკერ კასილასის საინტერესო და სახალისო კომენტარებს ავრცელებს. ყოფილმა თანაგუნდელებმა instagram-ში ისაუბრეს.

იტალიელმა საკუთარ თავს ''სამეფო კლუბის'' გაწვრთნა უწინასწარმეტყველა, რაც ხუმრობანარევ კომენტარს გავდა. კანავარომ კასილასს მიმართა: ''შენ აპირებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდე. ვფიქრობ, მე ''რეალის'' მთავარი მწვრთნელი გავხდები.''

კასილასის პასუხი ასეთი იყო:''ჩვენ ვნახავთ ვის ექნება ამ პოზიციების დაკავებისთვის საკმარისი სიმამაცე.''

''ზიზუსთვის მისალოცი ამბავია'' - ხუმრობას აგრძელებს კანავარო და შემდეგ იტალიელი საკუთარ სამწვრთნელო კარიერაზე საუბრობს:''ჩინეთში მომეცა ჩემი სამწვრთნელო მეთოდების გამოყენების საშუალება. ხალხი ბევრს მეკითხება ჩემს საფეხბურთო კარიერაზე, მაგრამ ახლა მე როგორც მწვრთნელი უფრო თავდაჯერებული ვარ და უფრო მეტად ვენდობი ჩემს მეთოდებს.მწვრთნელის ამპლუაში ევროპაში დაბრუნებისთვის მზად ვარ.

იკერ შენ სხვა რამ გხიბლავს, შენ გსურს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდე.''

კასილასის პასუხი ასეთი იყო:''ჩვენ გვაქვს კარგი იდეები, მაგრამ სახელები არჩევნებს ვერ იგებენ. არჩევნებში გამარჯვება რთულია და ვეცდებით მხარი ბევრმა დაგვიჭიროს.''

ფაბიო კანავარო ამჟამად ჩინური ''გუანჯოუ ევერგრანდის'' მთავარი მწვრთნელია, ხოლი იკერ კასილასი ესპანეთის ფეხბურთის მმართველი ორგანოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

2006-09 წლებში კანავარო და კასილასი ''რეალში'' თანაგუნდელები იყვნენ. ამ პერიოდში ლა ლიგა ორჯერ მოიგეს (2006-07, 2007-08)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები