Aa
Aa

"ცხოვრებაში ფეხბურთზე დიდი რაღაცების არსებობს" - "იბრა" მომავალზე ფიქრობს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი გლობალურ პანდემიის პირობებში ფეხბურთზე და საკუთარ მომავალზე შვედურ გამოცემა Svenska Dagbladet-ის ესაუბრა. „იბრამ“ ინტერვიუ იტალიაზე ლაპარაკით დაიწყო.

„იტალია ჩემი მეორე სახლია და „სან სიროზე“ კიდევ ერთხელ თამაში მაგიას ჰგავდა. მენატრებოდა ის განსაკუთრებული ვნება, რაც იტალიელებს თავიანთი ფეხბურთის მიმართ აქვთ.

მსურს, განვითარება გავაგრძელო, მაგრამ არა მხოლოდ საკუთარ თავსა და ფეხბურთზე, არამედ ჩემ გარშემო ყველაფერზე ვფიქრობ - ოჯახი, ჰარმონია და ა.შ. ფეხბურთი ჩემი კარიერაა, თუმცა ჩემს ცხოვრებაში მასზე უფრო დიდი რაღაცებიც არსებობს. ასევე მინდა, რომ რაღაც ახალი ვისწავლო, უკეთესი ადამიანი გავხდე და ცოდნა ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს გავუზიარო და ეს მხოლოდ საფეხბურთო მოედანს არ ეხება.

ამ პანდემიის პირობებში, რომლის განვითარების პროგნოზირებაც არავის შეუძლია, უნდა ვცადოთ, რომ ჩვენი ცხოვრებით ვისიამოვნოთ. მყავს ოჯახი, რომელზეც ვზრუნავ, ისინი ბედნიერები არიან, ასე რომ, მეც ბედნიერი ვარ.

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ყველა ტურნირი დახურულია, მაგრამ წესებს პატივი უნდა ვცეთ და მოთმინება გამოვიჩინოთ. ჯანმრთელობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია“.

ბოლო პერიოდში აპენინურ პრესაში „იბრას“ „მილანიდან“ წასვლის შესახებ აქტიურად იწერება. შვედი „როსონერიში“ ზვონიმირ ბობანისა და პაოლო მალდინის მიწვევით მივიდა, ბობანი გუნდიდან უკვე გაუშვეს, რის შემდეგაც მალდინის ფუნქციური წონაც საგრძნობლად შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები