Aa
Aa

"ვუთხარი, რომ არგენტინაში ცოტა გვეზიზღება" - რონალდუს ფიგურა და სიარულის მანერა დაუწუნეს

პაულო დიბალამ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას ვიდეოინტერვიუ მისცა. ერთ-ერთი თემა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შეეხებოდა. დიბალა ორივე მათგანის თანაგუნდელი ყოფილა და მისი აზრიც მით უფრო საინტერესოა.

„მე და ლეო ტაქტიკური კუთხით ერთმანეთს ძალიან ვგავართ, ამიტომაც მსოფლიო ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე ბევრი სათამაშო დრო არ მეძლეოდა. ამის მიუხედავად, მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემდი, რადგან ჩემთვის არგენტინის ნაკრები უაღრესად ფასეული და პრესტიჟულია.

რაც შეეხება კრიშტიანუს, მას უკვე ვუთხარი, რომ ჩვენთან არგენტინაში, ის ცოტა გვეზიზღება - მისი ფიგურის, ჰაბიტუსისა და სიარულის მანერის გამო“.

Covid-19-ით დაინფიცირებულმა ვარსკვლავმა მოკლე კომენტარი ვირუსსა და მის თანმხლებ მოვლენებზეც გააკეთა: „ბევრს ვახველებდი და თავს დაღლილად ვგრძნობდი, ღამე კი როცა ვიძინებდი, მციოდა. ასე ცხოვრება რთული იყო, თუმცა ვცდილობდი, დავმშვიდებულიყავი და „იუვენტუსის“ ექიმებთან უფრო მეტი მესაუბრა“.

დიბალა გასული კვირიდან მოყოლებული თავს უკეთესად გრძნობს, ასევე უკეთესადაა მისი მეგობარი გოგონა ორიანა საბატინიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები