0 - 5 - ხაბიბმა განაცხადა, რომ ტონისთან ბრძოლა არ გაიმართება
Aa
Aa

0 - 5 - ხაბიბმა განაცხადა, რომ ტონისთან ბრძოლა არ გაიმართება

ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაადასტურა, რომ 18 აპრილს, ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ გასამართი ბრძოლა კორონავირუსის გამო, გაუქმდა. „არწივმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მიმართა.

„სახლში, კარანტინში ვიმყოფები და ვკითხულობ ჩემს ბრძოლასთან დაკავშირებით ხალხი რას ფიქრობს. გამოდის, რომ მთელი მსოფლიო კარანტინშია, ქვეყნების მთავრობები და ცნობილი ადამიანები მოსახლეობას მოუწოდებენ უსაფრთხოების წესები დაიცვან, რათა კორონავირუსის გავრცელების შეკავება და ხალხის გადარჩენა მოხერხდეს. ხაბიბს კი, ვალდებულებები არ აქვს, თავისუფალი ნება უნდა გამოიჩინოს და ბრძოლის გამო, საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს?

ყველაფერი იდეალურად მესმის და ბრძოლის გაუქმების გამო, მეც განაწყენებული ვარ. ალბათ სხვებს, ისე როგორც მე, ბრძოლის შემდეგ, გეგმები ჰქონდათ, მაგრამ შექმნილ ვითარებას მე არ ვაკონტროლებ. წამყვანი ქვეყნები და უდიდესი კომპანიები მომხდარის გამო, შოკში არიან. მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება, მაგრამ ხაბიბმა მაინც უნდა იბრძოლოს?

თავს გაუფრთხილდით და თავი ჩემ ადგილას წარმოიდგინეთ".

შეგახენებთ, რომ ხაბიბს 18 აპრილს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა და უდიდესი ალბათობით, „ელ კუკუის“ სხვა მეტოქე ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები