უეფას მორიგი შეკრება | საკლუბო სეზონი დასრულდება - ერთა ლიგა სექტემბერში!
Aa
Aa

უეფას მორიგი შეკრება | საკლუბო სეზონი დასრულდება - ერთა ლიგა სექტემბერში!

უეფა ევროპის ქვეყნების ჩემპიონტთა წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ შეიკრიბა და 2019-2020 წლების სეზონის დასრულების გზებზე შეჯერდა.

The Independent-ის ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გეგმავს, რომ მიმდინარე სეზონი 2020-2021 წლების სეზონის ზუსტად დაწყებამდე დაასრულოს. ასევე, აქტიურად განიხილება ევროტურნირების ფინალების დახურულ კარს მიღმა ჩატარებაზე.

ინგლისელთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ყველამ ერთხმად მოიწონა და შეთანხმდნენ, რომ სეზონი როგორც არ უნდა იყოს აუცილებლად უნდა დასრულდეს. ამ ინფორმაციას The Independent-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წამყვანი ევროპული ჩემპიონატების წარმოამდგენლები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ მიუხედავად სეზონის გვიან გაგრძელების შემთხვევაში, ყველაფერი რიგზე იქნება.

რაც შეეხება, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო საკითხს, ერთა ლიგის ფლეი-ოფებს, ამ საკითხზე კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა. მუჯირის მოსაზრებასა და ამ საკითხზე დამატებით დეტალებს ცალკე სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.

ვთქვათ ისიც, რომ მაგალითად ბრიტანული Evening Express-ი წერს, რომ ერთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები 3 და 8 სექტემბერს გაიმართება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი კორონავირუსის გავრცელების შემცირებაზე იქნება დამოკიდებული. თუ, უახლოეს კვირებში სიტუაცია დასტაბილურებისკენ არ წავიდა, საეჭვოა, საფეხბურთო სეზონის გაგრძელება და დასრულება მოხერხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები