ლუბა გოლოვინა -
Aa
Aa

ლუბა გოლოვინა - "ვრჩები პოზიტიურად და არ ვნებდები"

24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მოვლენბზე კომენტარი, მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორმა და  სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილემ ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ გადაიდო ყველა ჩვენი სალიცენზიო ტურნირი, ასევე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, მე ვრჩები პოზიტიურად და არ ვნებდები. ვცდილობ სახლის პირობებში გავაკეთო ის ვარჯიშები რაც შესაძლებელია. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების თარიღი ჩვენ უკვე ვიცით, ამიტომ ვცდილობ შევინარჩუნო ფორმა. გისურვებთ ჯანმრთელობას“- განაცხადა გოლოვინამ

შეგახსენებთ , რომ 30 მარტს ოფიციალურად გადაწყდა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. თამაშებს სახელი შეუნარჩუნეს და ისევ „ტოკიო 2020“ ერქმევა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავისრუსით 2178 ადამიანი დაინფიცირდა, 57 მათგანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები