Aa
Aa

„პენალტი მოვიგერიე, გაბრაზდა და მაისური არ გამიცვალა" - კიევოს ექს-მეკარე რონალდუზე

სტეფანო სორენტინო ამჟამად მამამისის მიერ გაწვრთნილ გუნდში, „ჩერვოში“ ირიცხება და თავდამსხმელის ფუნქციებს ითავსებს, თუმცა კარიერის უდიდესი ნაწილი მეკარის პოზიციაზე აქვს გატარებული.

2019 წელს, სორენტინო „კიევოს“ ღირსებას იცავდა და ერთ-ერთ შეხვედრაში მისი გუნდი „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. „ბიანკონერიმ“ 3-0 იმარჯვა, თუმცა სორენტინომ კრიშტიანუ რონალდუს მიერ დარტყმული პენალტის მოგერიება მოახერხა. მაშინ პორტუგალიელმა „იუვეს“ მაისურით თერთმეტმეტრიანი პირველად გააფუჭა და როგორც სორენტინო აცხადებს, ეს რონალდუს ძალიან არ ესიამოვნა.

„რონალდუსთან შეთანხმებული ვიყავი, რომ მატჩის შემდეგ, მაისურს გავუცვლიდი, თუმცა პენალტის გაცუდების გამო, კრიშტიანუ ძალიან გაბრაზდა. შეხვედრის შემდეგ, ერთმანეთს გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში გადავეყარეთ. მან ხელი ჩამომართვა და მომილოცა, მაგრამ ეტყობოდა, რომ უკმაყოფილო იყო. რონალდუმ მაისური არ გამიცვალა, თუმცა ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა და მაისური დიბალასგან მივიღე“.

შეგახსენებთ, რომ სორენტინომ კარიერა „ტორინოში“ დაიწყო და „კიევოს“, „პალერმოს“, „აეკისა“ და „უელვას“ რიგებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები