Aa Aa
31 მარტი 2020  |  09:59

„კანტონა პოლიციელის მოკვლას აპირებდა" - კინი 1993 წელს მომხდარ ინციდენტს იხსენებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, როი კინმა 1993 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე, „გალათასარაის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გაიხსენა. ლეგენდარულმა ირლანდიელმა ერიკ კანტონასა და პოლიციელს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, რომლის შემდეგაც, მატჩი ქაოსში გადაიზარდა.

„გასახდელში კანტონა გაგიჟდა. მას მოედანზე დაბრუნება და პოლიციელისთვის, რომელიც ხელკეტს იქნევდა, სამაგიეროს გადახდა სურდა. ერიკი ძლიერი ბიჭი იყო და ამბობდა, რომ იმ ტიპის მოკვლას აპირებდა. კანტონას შესაკავებლად მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის, მისი ასისტენტისა და რამდენიმე ფეხბურთელის ძალისხმევა გახდა საჭირო. პირადად მე, ჩხუბზე უარს თითქმის არასდროს ვამბობ, მაგრამ ის შემთხვევა იშვიათი გამონაკლისი იყო, რადგან სტადიონზე ძალიან ბევრი თურქი იმყოფებოდა“.

შეგახსენებთ, რომ „გალათასარაისთან“ მატჩის მიწურულს ერიკ კანტონა მსაჯის შეურაცხყოფის გამო, მოედნიდან გააძევეს. იგი გასახდელისკენ მიემართებოდა, როცა თურქმა პოლიციელმა ზურგით მყოფ ფრანგს თავში ჩაარტყა, რის შემდეგაც, კანტონა კიბეზე დაეცა.

სამართალდამცველს ბრაიან რობსონმა უპასუხა, რაც მას ძვირად დაუჯდა. რობსონს სხვა პოლიციელმა ფარი ჩაარტყა და ინგლისელს 8 ნაკერი დასჭირდა. როგორც მოგვიანებით რობსონმა განაცხადა, მსოფლიოში ბევრი არაა ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიცია ფეხბურთელებს ფიზიკურად უსწორდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!