„დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეების გადასარჩენად იბრძვიან
Aa
Aa

„დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეების გადასარჩენად იბრძვიან" - რონალდუმ ქომაგებს მიმართა

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საზოგადოებას მიმართა და მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა:

„მთელი მსოფლიოსთვის ამ რთულ მომენტში, მოდით, მადლობელნი ვიყოთ იმისთვის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია - ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ოჯახი და ჩვენი საყვარელი ადამიანები. სახლში დარჩით და მოდით, დავეხმაროთ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეების გადასარჩენად იბრძვიან“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, მთელ მსოფლიოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. რონალდუს სამშობლოში COVID-19-ით 6408 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსის დამარცხება 43-მა ადამიანმა მოახერხა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 140-ს აღწევს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები