Aa
Aa

კეინი: „11 წლის ასაკში ტოტენჰემმა დამიწუნა"

„ტოტენჰემის“ სუპერვარსკვლავმა, ჰარი კეინმა საფეხბურთო კარიერის პირველი ნაბიჯები გაიხსენა. ინგლისელმა ფორვარდმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით Daily Mail-ს ინტერვიუ მისცა და თავისი ცხოვრების იმ ეპიზოდზე ისაუბრა, როცა „დეზებში“ სინჯებზე დაიწუნეს.

„6 თუ 7 წლის ასაკში არსენალის აკადემიაში მივედი და ფეხბურთს პირველად სწორედ მაშინ ვეზიარე. იქ ორი წელი გავატარე და შემდეგ გუნდიდან გამიშვეს. არსენალიდან რიჯუეი როვერსში დავბრუნდი და 11 წლის ვიყავი, როცა ტოტენჰემმა მიმიწვია.

6-კვირიანი სინჯების შემდეგ, ტოტენჰემში მითხრეს, რომ ჩემთან კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებდნენ. დეზების უარის შემდეგ, სინჯების გასავლელად უოტფორდში წავედი და ერთ-ერთი მატჩში ტოტენჰემსს დავუპირისპირდით. იმ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შევასრულე და საღამოს მამაჩემს დეზების წარმომადგენლებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ ჩემი გაფორმება სურდათ. რთული გადაწყვეტილების მიღება მომიწია, მაგრამ ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე“.

როგორც მოგეხსენებათ, ჰარი კეინს „ტოტენჰემში“ თავის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა. ინგლისელი ფორვარდი ძირითად გუნდს 2009 წელს შეუერთდა და სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრამდე 4-ჯერ გახლდათ გასხვისებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები