Aa Aa
30 მარტი 2020  |  09:04

კარგი ამბავი - მარკუს სმარტმა კორონავირუსი დაამარცხა

„ბოსტონ სელთიქსის“ კალათბურთელმა, მარკუს სმარტმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, COVID – 19 დაუდგინდა, ვირუსი დაამარცხა. „კელტების" უკანახაზელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამცნო, რომ გამოჯანმრთელდა.

„მესამე დღე კორონავირუსის გარეშე. მინდა თანაგრძნობისა და ლოცვებისთვის ყველას მადლობა გადაგიხადოთ. იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ამ ვირუსმა გავლენა მოახდინა, მეც იგივეს ვაკეთებ. უსაფრთხოდ იყავით და ერთად, მაგრამ ერთმანეთისგან შორს დადექით. ძალიან მიყვარხართ“.

სმარტი NBA-ის მეოთხე კალათბურთელია, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა. „ბოსტონის“ უკანახაზელის გარდა, COVID -19 კრისტიან ვუდმა, დონოვან მიჩელმა და რუდი გობერმა დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ მარკუს სმარტი 26 წლისაა. იგი რეგულარულის შეწყვეტამდე „კელტების“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და საშუალოდ 13.5 ქულას, 3.8 მოხსნასა და 4.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები