ქართული დროშა და კიდვე ერთი ქართული გოლი ბელარუსში
Aa
Aa

ქართული დროშა და კიდვე ერთი ქართული გოლი ბელარუსში

ევროპის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეჩერებულია. გამონაკლისია ბელარუსის საფეხბურთო ლიგა, სადაც მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. საინტერესოა, რომ მეორე ტურში ორი ქართული გოლი გავიდა, გეგა დიასამიძის გოლის გარდა თავი კიდევ ერთმა ქართველმა, ''ნემანის'' ცენტრალურმა მცველმა გიორგი ქანთარიამ გამოიჩინა.

''ნემანისა'' და ''ვიტებსკის'' შეხვედრაში ქანთარიამ 58-ე წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა და ანგარიში 2:0 გახდა.

სტადიონზე მცირე რაოდენობის გულშემატკივარი იყო შეკრებილი. ერთ-ერთმა მათგანმა გიორგი ქანთარიასადმი მხარდაჭერის ნიშნად საქართველოს დროშა გამოფინა.

გიორგი ქანთარია საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. 2017 წლიდან ''ნემანის'' ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები