მწვრთნელები და ფეხბურთელები TOP 10 | ვინ რამდენი გამოიმუშავა 2019 წელს
Aa
Aa

მწვრთნელები და ფეხბურთელები TOP 10 | ვინ რამდენი გამოიმუშავა 2019 წელს

გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა კვლევა ჩაატარა და მოიძია მასალა, რომლის შედეგადაც გამოავლინა ტოპ 10 მწვრთნელი და ფეხბურთელი, რომლებმაც 2019 წელს ყველაზე დიდი ფინანსური შემოსავალი მიიღეს.

ფრანგულმა გამოცემამ არამხოლოდ ხელფასები გაითვალისწინა, არამედ ბონუსები, სარეკლამო და საიმიჯო კონტრაქტებიდან შემოსული დამატებითი შემოსავლებიც.

ფეხბურთელთა შორის ერთპიროვნულად ლიდერობს ლეო მესი, რომლის წლიურმა შემოსავალმა 131 მილიონი ევრო შეადგინა. L’Equipe-მა გასულ წელს კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ მესი ყოველთვიურად, ხელფასისა და ბონუსის გათვალისწინებით 8.3 მილიონ ევროს იღებს, რაც წელიწადში დაახლოებით 100 მილიონია. ამას ემატება სარეკოლამო შემოსავლებიც, რომელიც Forbes-ის კვლევის შედეგად წელიწადში 32 მილიონ ევროს უტოლდება. როგორც მოგეხსენებათ, ლეოს adidas-სთან, Pepsi-სთან, Gillette-თან და Turkish Airlines-თან კონტრქტი აკავშირებს და მათ რეკლამებში სისტემატიურად ჩანს.

მეორე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, რომლის წლიური შემოსავალი 118 მილიონი ევრო გახლავთ.

L’Equipe-ს კვლევით ვიგებთ, რომ რონალდუ „იუვენტუსისგან“ ყოველთვიურად 4.5 მილიონ ევროს იღებს, რაც მესის შემოსავალზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.

კრიშტიანუ რეკლამებისგან საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებს. როგორც მოგეხსენებათ, მას კონტრაქტები ისეთ კომპანიებთან აქვს, როგორებიც არიან Nike, Tag Heuer, Egyptian Steel, EA Sports, PokerStars და Castrol.

მესამე პოზიციაზე ნეიმარი იმყოფება. ბრაზილიელი წლიურად 95 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. სამეულის შემდეგ, საკმაოდ დიდი ვარდნა და სხვაობაა.

ათეული ასე გამოიყურება: 1) მესი - 131 მილიონი, 2) რონალდუ - 118, 3) ნეიმარი - 98, 4) ბეილი - 38, 5) გრიზმანი - 38, 6) აზარი - 38, 7) ინიესტა - 34, 8) სტერლინგი - 33, 9) ლევანდოვსკი - 29, 10) მბაპე - 27.

რაც შეეხებათ მწვრთნელებს, აქ ბევრისთვის მოულოდნელად დიეგო სიმეონე ლიდერობს, რომელიც ფეხბურთელებშიც მხოლოდ სამეულს ჩამორჩება. „ჩოლო“ წლიურად 40.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მწვრთნელთა ათეული კი ასე გამოიყურება: 1) დიეგო სიმეონე - 40.5 მილიონი, 2) ანტონიო კონტე - 30, 3) პეპ გუარდიოლა - 27, 4) იურგენ კლოპი - 24, 5) ჟოზე მოურინიო - 23, 6) ზინედინ ზიდანი - 23, 7) ერნესტო ვალვერდე - 19, 8) ფაბიო კანავარო - 14, 9) მასიმილიანო ალეგრი - 13.5, 10) რაფაელ ბენიტესი - 13.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები