Aa
Aa

"სვამდა და მუცელზე საფერფლე ედო", - კრაუჩის უცნობი ისტორია რონალდოზე

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი ბრაზილიელ რონალდოსთან დაკავშირებულ უცნობ ისტორიას იხსენებს, როდესაც ის „ფენომენს“ იბიცაზე შემთხვევით შეხვდა.

„დენის ბერგკამპი უნიკალური მოთამაშე იყო, მასთან სიამოვნებით ვითამაშებდი, თუმცა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ნამდვილ რონალდოსთან ერთად თამაში იყო.

არ ვფიქრობ, რომ ჩვენი სათამაშო სტილები ერთმანეთს მოერგებოდა, თუმცა მასთან ერთად მოედანზე 90 წუთის გატარება ჩემს ცხოვრებაში მთავარი მოვლენა იქნებოდა.

ერთხელ მას იბიცაზე შევხვდი. ის სანაპიროზე იყო, სვამდა და მუცელზე საფერფლე ედო.

როდესაც მან 1 ბოთლი ლუდის დალევა დაასრულა, მისმა მეგობარმა სუპერმოდელმა გოგომ, მას მეორე ბოთლი მიაწოდა.

მასთან ფოტოს გადასაღებად იდეალური მომენტი იყო და მისი ხელიდან გაშვება არ ღირდა. იმედი მქონდა, რომ ჩემი დანახვისას ის შესძახებდა - „ეი, კრაუჩ!“.

რონალდომ საერთოდ ვერ მიცნო, წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ ვიყავი. ფოტო გადავიღეთ, შემდეგ მე წამოვედი. ის იმასაც ვერ მიხვდა, რომ ფეხბურთელი ვიყავი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები