ჩეფერინი:
Aa
Aa

ჩეფერინი: "ასეთ შემთხვევაში სეზონი დაკარგული იქნება"

თუ, ივნისის ბოლოს საფეხბურთო სეზონის განახლება ვერ მოხერხდება, დიდი ალბათობით 2019-2020 წლების სეზონი დაიკარგება. ამის შესახებ უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი საუბრობს.

La Repubblica-სთან საუბრისას ჩეფერინმა განაცხადა, რომ სეზონის გაგრძელების რამდენიმე ვერსია არსებობს:

„არსებობს A, B და C ვარიანტები - განვაახლოთ სეზონი მაისის შუა რიცხვებში, ივნისში, ან ივნისის ბოლოს. თუ, ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ, ასეთ შემთხვევაში სეზონი დაკარგული იქნება.

ასევე, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც მომდევნო სეზონს ოდნავ გვიან დავიწყებთ, რათა მიმდინარეს დასრულება მოხერხდეს. ვნახოთ რა იქნება კლუბებისთვის უკეთესი“.

ჩეფერინის თქმით, ჩემპიონატების დასრულება მათთვის პრიორიტეტულია, თუნდაც ამის გაკეთება ცარიელი ტრიბუნების თანდასწრებით მოხდეს:

„ჩემთვის რთული წარმოსადგენია ყველა შეხვედრის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება, თუმცა ჯერ არ ვიცით საერთოდ განახლდება თუ არა ჩემპიონატები, მაყურებელთა, თუ მათ გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში მათი დასრულება საუკეთესო ვარიანტია.

თუმცა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ევროპული ტურნირების ფინალების მაყურებელთა გარეშე ჩატარებაზე არ ვფიქრობ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები