ჩაკვეტაძე ჩაქუჩებში? - ქართველი ტალანტი ლანსინის შემცვლელად
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ჩაქუჩებში? - ქართველი ტალანტი ლანსინის შემცვლელად

Greenstreethammers-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს ქართველი ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ. ავტორის აზრით  მანუელ ლანსინის ტრანსფერის შემთხვევაში არგენტინელის შეცვლის საუკეთესო კანდიდატი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელსაც 2019 წელი მძიმე ტრავმის გამო თითქმის მთლიანად გაუცდა.

სტატიის მიხედვით ლონდონური კლუბი ქართველი ტალანტის სანაცვლოდ 15 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტს არ გადაიხდის. 15 მილიონი ევრო სატრანსფერო თანხის მაქსიმალური ნიშნულია.

2020-21 წლებში ''ჩაქუჩები'' ისეთი ფეხბურთელის შეძენას შეეცდებიან, რომლის სანაცვლოდ დიდ თანხას არ გადაიხდიან და ახალწვეულს საწყის ეტაპზე სათადარიგოთა სკამდე მოუწევს ჯდომა, თუმცა სამომავლოდ სასტარტოში რეგულარულად ითამაშებს. ასეთია გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ევროპის საუკეთესო ტალანტებს შორის ფიგურირებს და ვიდრე ტრავმას მიიღებდა, მისი გადაბირება ევროპის არაერთ გუნდს სურდა, მათ შორის იტალიურ ''რომას,'' ''ლაციოსა'' და ბუნდესლიგის კლუბებს.

2019-20 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.გარდა ამისა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ''ოლექსანდრიასთან'' ითამაშა, ხოლო ფლეი-ოფში ''რომას'' წინააღმდეგ ორივე მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები