სამაგალითო ჟესტი | რონალდუ ხელფასს 3.8 მილიონით შეიმცირებს
Aa
Aa

სამაგალითო ჟესტი | რონალდუ ხელფასს 3.8 მილიონით შეიმცირებს

კორონავირუსმა ფეხბურთს ფინანსურად უდიდესი ზარალი მიაყენა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და კლუბები, თუ თავად მმართველი საფეხბურთო ორგანოები გაცილებით რთული ეტაპისთვის ემზადებიან.

ასეთ რთულ ვითარებაში გრანდებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს თავიანთ რიგებში მოთამაშე ვარსკვლავთა მაღალი ხელფასები, რომელთა გადახდა სულ უფრო რთული ხდება.

ესპანური Marca იტალიურ Tuttosport-ზე დაყრდნობით წერს, რომ რონალდუმ კაპიტან ჯოჯრო კიელინისთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტილება მიიღო და ის ხელფასს 3.8 მილიონით შეიმცირებს, რათა კლუბს კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

როგორც ცნობილია, რონალდუს წლიური ანაზღაურება 31 მილიონი ევროა.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუ და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში ლისაბონში და პორტუში მდებარე კლინიკებში ინტენსიური თერაპიის 3 განყოფილების მოწყობას დააფინანსებენ, რომლებიც კორონავირუსის გამო, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

პორტუგალიელი ფეხბურთელი და ჟორჟე მენდეში საავადმყოფოს წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ და მზად არიან ლისაბონში მდებარე სანტა მარიას ჰოსპიტალში 2, ხოლო პორტუში მდებარე სანტუ ანტონიუს კლინიკაში - 1 განყოფილება მოაწყონ.

სანტა მარიას საავადმყოფოს თითოეულ განყოფილებაში 10 საწოლი და ხელოვნური სუნთქვის აპარატები, სანტუ ანტონიუს ჰოსპიტალში კი - 15 საწოლი და სასუნთქი აპარატები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები