ქვედა ლიგების გადასარჩენად - პრემიერლიგის მოთამაშეთა ხელფასებიდან 100 მილიონი ფუნტი ჩამოიჭრება?
Aa
Aa

ქვედა ლიგების გადასარჩენად - პრემიერლიგის მოთამაშეთა ხელფასებიდან 100 მილიონი ფუნტი ჩამოიჭრება?

პემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა ხელფასები შესაძლოა ჯამში 100 მილიონი ფუნტით შემცირდეს. ამის მიზეზი ქვედა ლიგაში მყოფი გუნდების გადასარჩენად წამოწყებული კამპანიაა, რათა ისინი კორონავირუსისგან მიიყენებული ზარალის გამო გადარჩნენ და არსებობა გააგრძელონ.

AS-ისა და The Sun-ის ცნობით, ინგლისური ფეხბურთის მმართველი ორგანოები უკვე მსჯელობენ, თუ როგორ გამოძვრნენ კორონავირუსისგან მიყენებული ზარალისგან.

ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის, რომ პრემიერლიგის კლუბები ქვედა დივიზიონის წარმომადგენლებს დაეხმარებიან. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თუ, პრემიერლიგაში გასამართი მატჩები ივლისის ბოლომდე არ ჩატარდება, ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელებს მომდევნო 3 თვის ხელფასებზე 20-20 პროცენტი ჩამოეჭრებათ.

ზოგმა მოთამაშემ ასეთ ვარიანტზე უკმაყოფილება უკვე გამოთქვა და ხელფასის შემცირებაზე უარი განაცხადეს.

მიუხედავად ფეხბურთელთა სურვილისა და უარისა, საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ამას პრემიერლიგა და ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტს. მსგავსი სიტუაციაა შექმნილი ესპანეთშიც, სადაც ფეხბურთელები ხელფასების შემცირებაზე უარს აცხადებენ, თუმცა ლა ლიგა გეგმავს, რომ მათი ანაზღაურების 20-30 პროცენტი მაინც ჩამოაჭრას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები