ატლეტიკო ფინანსურ კრიზისშია: კლუბში ხელფასები მნიშვნელოვნად შემცირდება
Aa
Aa

ატლეტიკო ფინანსურ კრიზისშია: კლუბში ხელფასები მნიშვნელოვნად შემცირდება

''ბარსელონას'' შემდეგ მადრიდის ''ატლეტიკო'' მეორე გუნდია, რომელიც კლუბში დასაქმებულ ყველა პირს ხელფასს შეუმცირებს. მადრიდული კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, მიგელ ანხელ ხილის თქმით ხელფასების შემცირება კლუბის გადარჩენისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

მადრიდულმა კლუბმა ორგანიზაცია ERTE-ს მიმართა, რომელიც უფლებას აძლევს კლუბებს უკონტროლო ვითარებაში დასაქმებულებს ხელფასები შეუმციროს. ანალოგიურად მოიქცა კატალონიური გრანდი. ხილის თქმით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კლუბის დასაქმებულთა მხრიდან ხელფასების შემცირების თაობაზე წინააღმდეგობა არ ყოფილა. 

მიგელ ანხელ ხილის თქმით ისევე როგორც საფეხბურთო სამყარო, ასევე ''ატლეტიკოს'' სპონსორები ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდნენ, რადგან პანდემიის გამო ეკონომიკა გაჩერდა, მომსახურების სხვადასხვა სფეროს გაუქმებამ ცხადია კომპანიების ფინანსური ზრდა მნიშვნელოვნად შეამცირა.

უცნობია რამდენი პროცენტით შეუმცირდებათ მოთამაშეებს ხელფასი, თუმცა ცნობილია, რომ ფიფას რეკომენდაციით დასაქმებულები ხელფასების 50 პროცენტიან შემცირებას უნდა დათანხმდნენ. 

ესპანური მედია ამ პერიოდს 2008 წლის მსოფლიოს ფინანსურ კრიზისს ადარებს. ისევე როგორც ახლა, 2008 წელსაც ესპანურ კლუბებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ მსოფლიო კრიზისგან განსხვავებით ამჯერად ეკონომიკა ფაქტობრივად არ მუშაობს.

ესპანეთში მადრიდის ''ატლეტიკო'' ფეხბურთელთა მაღალი ხელფასების მიხედვით მხოლოდ ''რეალსა'' და ''ბარსელონას'' ჩამორჩება. სიმეონეს ფეხბურთელთა შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სლოვაკი იან ობლაკია, რომელიც თვეში 360 000 ევროს გამოიმუშავენს. დიეგო კოშტას ხელფასი კვირაში 270 000 ევროს შეადგენს.

მადრიდულ კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი არგენტინელი მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონეა. მისი ხელფასი კვირაში 700 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები