დიბალა: „მძიმე სიმპტომები მქონდა, თუმცა ახლა უკეთ ვარ
Aa
Aa

დიბალა: „მძიმე სიმპტომები მქონდა, თუმცა ახლა უკეთ ვარ"

არგენტინელმა ფეხბურთელმა, პაულო დიბალამ, რომელსაც გასულ შაბათს კორონავირუსი დაუდგინდა, განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს, თუმცა დასძინა, რომ სერიოზული პრობლემების გადალახვა მოუწია.

„ლა ხოიამ“ ინტერვიუ „იუვენტუსის“ Youtube არხს მისცა და განაცხადა:

„თავიდან მძიმე სიმპტომები მქონდა, თუმცა ახლა თავს უკეთ ვგრძნობ და ვცდილობ ვივარჯიშო. ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო და პრაქტიკულად ვერაფერს ვაკეთებდი. სუნთქვა მიჭირდა, ვარჯიშის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ, ვიღლებოდი და კუნთები მტკიოდა. საბედნიეროდ, ახლა როგორც მე, ისე ჩემი მეგობარი გოგონა, თავს ბევრად უკეთ ვგრძნობთ“.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო, უმძიმესი მდგომარეობაა. ბოლო საათებში COVID-19-ით 919 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 9134-ს მიაღწია. ვირუსის დამარცხება კი 10950-მა ადამიანმა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები