სამედიცინო პერსონალის მიერ შესრულებული YNWA-ი და ატირებული იურგენ კლოპი
Aa
Aa
27 მარტი 2020  |  20:32

სამედიცინო პერსონალის მიერ შესრულებული YNWA-ი და ატირებული იურგენ კლოპი

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც კორონავირუსთან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ადამიანებს პატივი მიაგო.

გერმანელმა სპეციალისტმა ვიდეოზე ისაუბრა, რომლის ნახვის შემდეგაც, ატირდა.

„თუ სწორად მახსოვს, გუშინ, ვიდეო გამომიგზავნეს, რომელშიც საავადმყოფოში მომუშავე ადამიანები ინტენსიური თერაპიის განყოფილებასთან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგნენ და როგორც კი, მათ You’ll Never Walk Alone-ის შესრულება დაიწყეს, მაშინვე ცრემლები წამომივიდა.

ისინი არამხოლოდ ადამიანებს ეხმარებიან, არამედ საოცარი სულისკვეთებითაც გამოირჩევიან. ისინი ნამდვილი გმირები არიან და მათ და მათ მიერ გაწეულ შრომას უდიდეს პატივს ვცემ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, კორონავირუსი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს დაუდგინდა. დღევანდელი მონაცემებით, კი, ქვეყანაში COVID-19-ის 14543 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები