''მისი ხილვა რეალში დიდი ხნის წინ მსურდა'' - კარლოსმა ნეიმარზე ისაუბრა
Aa
Aa

''მისი ხილვა რეალში დიდი ხნის წინ მსურდა'' - კარლოსმა ნეიმარზე ისაუბრა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი Fox Sports Radio-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას ნეიმარის მადრიდის ''რეალში'' ხილვა დიდი ხანია სურდა.

''თუ ნეიმარის ტრანსფერი ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული, ის დიდი ხნის წინ მოხვდებოდა ''რეალში,'' მაგრამ ცხოვრება არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს.

დიდ ფეხბურთელებს ყოველთვის სურთ გრანდებში თამაში. ''რეალი'' სწორედ ასეთი გუნდია. გსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება? მოდი მადრიდის ''რეალში.''

2002 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა ''სამეფო კლუბთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. სამხრეთ ამერიკელი, რომელიც მწვრთნელად რუსეთში, თურქეთსა და ინდოეთში მუშაობდა, "რეალის" ღირსებას 1996-2007 წლებში იცავდა.

ნეიმარის მადრიდულ კლუბში ტრანსფერის შესახებ გასულ თვეში ''რეალის'' ნახევარმცველმა კაზემირომაც ისაუბრა. ფეხბურთელი Onda Cero-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ნეიმარის ''რეალში'' გადასვლის დიდი სურვილი მასაც ჰქონდა.

''ძალიან მინდოდა, ნეიმარს ''რეალში'' ეთამაშა. ამ თემაზე მას თითქმის ყოველდღე ვესაუბრებოდი. ის ბრწყინვალე მოთამაშეა.''

შეგახსენებთ, 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის ''რეალი'' ნეიმართან მოლაპარაკებას აწარმოებდა, სამხრეთ ამერიკელის დაბრუნების სურვილი კატალონიის ''ბარსელონასაც'' ჰქონდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ფეხბურთელი კვლავ პსჟ-შია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები