Aa
Aa
27 მარტი 2020  |  09:24

უსტარი: „უსამართლობა იქნება, თუ მესი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს"

არგენტინელი გოლკიპერი, ოსკარ უსტარი თვლის, რომ ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას იმსახურებს. „პაჩუკას“ კარის დარაჯმა საკუთარი პოზიცია ერთ-ერთ არგენტინულ გამოცემასთან საუბრისას დააფიქსირა და აღნიშნა:

„თუ მესი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს, ფეხბურთი უსამართლო სპორტი იქნება. ლეოს ეჭვქვეშ დაყენება სრული სისულელეა. არგენტინის ნაკრებმა შესაძლოა წარმატებას მიაღწიოს, ან ყველაფერი პირიქით განვითარდეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მინახავს მესი, რომელიც წაგებული მატჩების შემდეგ, პატარა ბავშვივით ტიროდა. მის ადგილას ყოფნა ძალიან ძნელია.

2011 წლის კოპა ამერიკა მუხლის ტრავმის გამო, გამოვტოვე და არგენტინის ნაკრების მარცხის შემდეგ, მესის სანახავად წასვლა გადავწყვიტე. როცა მასთან მივედი, დავინახე, რომ იგი ისეთ მდგომარეობაში იყო, როგორშიც მანამდე არასდროს მინახავს. ლეო განადგურებული და დათრგუნული გახლდათ“.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, მესის შესახებ მაურისიო პოჩეტინომაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „ლა პულგა“ მუნდიალის ტრიუმფატორი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები