ოფიციალურად: ტურე
Aa
Aa

ოფიციალურად: ტურე "სელტიკის" ფეხბურთელია!

ვეტერანი კოტ დ'ივუარელი მცველი, კოლო ტურე, კარიერას, შოტლანდიის 47 გზის ჩემპიონ, "სელტიკში" გააგრძელებს. 

35 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილი, გლაზგოელთა თავკაცმა, ბრენდან როჯერსმა გამოთქვა, რომელთან ერთადაც ტურე "ლივერპულშიც" მუშაობდა. 

ტურე "ენფილდზე" 2013 წელს "სიტიდან" გადაბარგდა და მერსესაიდელთა მთავარი გუნდის მაისურით, მხოლოდ 46 შეხვედრა ჩაატარა. 

მას სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და "სელტიკს" თავისუფალი აგენტის სტატუსით, 1 წლით შეუერთდა. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები